იმერეთი. 5 მარტს, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ–ს ქვეყნებში გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონალურმა დირექტორმა, მარი–პიერ პუარიემ 2014 წელი ბავშვთა უფლებათა წლად ოფიციალურად გამოაცხადეს.
აღნიშნული ინიციატივის მიზანია კონკრეტული კანონების შემუშავება და პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა, რათა ბავშვთა უფლებები საქართველოში სრულად იყოს გათვალისწინებული, დაცული და განხორციელებული.
წყარო: გაეროს ბავშვთა ფონდის ვებგვერდი სოციალურ ქსელში