თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა. „საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლო რიგგარეშე სხდომაზე კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დააკომპლექტა. ...იქიდან გამომდინარე, რომ ასოციაციას არ მიეცა საშუალება უშუალოდ მიეღო მონაწილეობა საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში, მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს შეიქმნას მრჩეველთა საბჭო. ხსენებული ორგანო როგორც „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციას", ისე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს და კონსტიტუციური სამართლის მკვლევარებს, საშუალებას მიცემს აღნიშნულ ფორმატში მაინც ჩაერთოს ქვეყნის ძირითადი კანონის გადასინჯვის პროცესში", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში