იმერეთი. ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტისა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ერთობლივი ორგანიზებით რეგიონალური შეხვედრა ,,უფლებებია ჩემი ყვავილები" ჩატარდა.
გაიმართა დოკუმენტური ფილმის „გოგონებს აქვთ სათქმელი" ჩვენება და დისკუსია. ფილმი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ 4 გოგონას გვაცნობს. ისინი სქესთა თანასწორობასა და ქალთა უფლებებზე საუბრობენ. დისკუსიის შედეგად დამსწრე საზოგადოებამ საქართველოში ყველაზე დიდ პრობლემად ოჯახური ძალადობა დაასახელეს.