თბილისი. 6 მარტს, მედიის წარმომადგენელთა სამუშაო ჯგუფის შეხვერა გაიმართა, რომელიც შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ კანონპროექტს ეხებოდა. აღნიშნული კანონპროექტის შექმნის ინიციატივა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკუთვნის, ხოლო პროცესის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის", შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადვოკატირების პროექტის ფარგლებში (რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ).
ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, მედიის წარმომადგენლების ჩართვა.
წყარო: კოალიციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში