en
ge

„სამოქალაქო საზოგადოება: პარტნიორი რეფორმების პროცესში“

თბილისი. 6 მარტს, ევროკავშირის ორგანიზებით "ქარვასლის” საგამოფენო ცენტრში საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის გამოფენა და პრესკონფერენცია მოეწყო. ღონისძიება გახსნა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, ბორის იაროჩევიჩმა, რომელმაც  ევროკავშირის მიერ სამოქალაქო საზოგადოებისთვის გამოყოფილ ახალ საგრანტო პროექტებზე ისაუბრა:  „ევროპასთან ეკონომიკური ინტეგრაციისა და პოლიტიკური დაახლოების მისაღწევად სამოქალაქო საზოგადოებამ მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობის, მონაწილეობაზე დამყარებული მოქალაქეობის, რეგიონების ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოების ინფორმირების პროცესში... მოხარული ვარ, რომ წილად მხვდა პატივი, წარმოგიდგინოთ 34 ახალი პროექტი, რომლებიც წარმოაჩენს ევროკავშირსა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას შორის არსებული ურთიერთობის ფართო სპექტრს".
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გამოფენაც, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა დამთვალიერებლებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები, განხორციელებული აქტივობები და პუბლიკაციები გააცნეს. 
2014 წელს ევროკავშირმა 34 გრანტი გასცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა პროექტებისთვის. ევროკავშირის მთლიანი დახმარება 4,8 მილიონ ევროს შეადგენს. 



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023