სამცხე–ჯავახეთი. 6 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციასთან არსებული ახალციხის ახალგაზრდული ქსელის წევრებმა ქალაქის მეორე საჯარო სკოლაში პრეზენტაცია გამართეს.
პრეზენტაციაზე ახალციხის ახალგაზრდული ქსელის წევრებმა სკოლის მოსწავლეთა მშობლებს, პედაგოგიურ კოლექტივს და სხვა თანამშრომლებს ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტისა და მის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობები გააცნეს.
პროექტი საქართველოს 13 რეგიონში ახორციელებს გაეროს ასოციაცია, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.