en
ge

გაეროს მოდელირება სირიის კონფლიქტის საკითხზე

აჭარა. 6 მარტს, ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა გაეროს მოდელირება სირიის შიდა კონფლიქტის თემაზე. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ გაეროს მოდელირებაში ქალაქ თბილისში.
გაეროს მოდელირება აკადემიური როლური კონფერენციაა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვადასხვა ორგანოს სიმულირებას წარმოადგენს. მოდელირების პროცესში მონაწილეები ხდებიან დიპლომატები, წარადგენენ და იცავენ საკუთარი ქვეყნების პოზიციებს, მართავენ დებატებსა და მოლაპარაკებებს, და მოკავშირეებთან ერთად წარადგენენ რეზოლუციას, როგორც მთელი კონფერენციის საბოლოო შედეგს. ამ დიპლომატიური თამაშის უმთავრესი მიზანია დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა და გავრცელება, კომუნიკაციური და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკური საკითხების გაცნობა.
გაეროს მოდელირების ციკლი ტარდება ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის (ANI) ფარგლებში ჩამოყალიბებულ ყველა ახალგაზრდულ ცენტრში. პროექტს ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023