თბილისი. 5 მარტს ღია მმართველობის რიგით მესამე ფორუმი გაიმართა. ფორუმს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა ესწრებოდნენ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებისა და სამინისტროების წარმომადგენლები.
ფორუმის თანათავმჯდომარემ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელმა, გიორგი კლდიაშვილმა ფორუმის მონაწილეებს გააცნო არსამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივად შემუშავებული რეკომენდაციები საჯარო კონსულტაციების გამართვის შესახებ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში