თბილისი. „არასამთავრობო
ორგანიზაციები გმობენ სასჯელაღსრულების სისტემაში წამებისა და არაადამიანური
მოპყრობის პრაქტიკას. ისინი მოითხოვენ დაუყოვნებლივ გამოძიებას და შესაბამისი
პირების სისხლის სამართლებრივ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას", – ნათქვამია განცხადებაში,
რომელსაც ხელს არასამთავრობო ორგანიზაციები აწერენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ არასათანადო მოპყრობა
სისტემური ხასიათის პრობლემაა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში, რომელზეც
წლების განმავლობაში საუბრობს როგორც სახალხო დამცველი, ასევე არასამთავრობო
ორგანიზაციები.
არასამთავრობოები სისტემური პრობლემის აღმოსაფხვრელად მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ
დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს კონკრეტული ზომები.