თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა, საია და სამართლიანი არჩევნები განცხადებას ავრცელებენ, რომელიც თბილისის ბიუჯეტის დამტკიცების საკითხს ეხება.
„მოვუწოდებთ ქალაქ თბილისის მერიას, თბილისის საკრებულოს უმრავლესობასა და უმცირესობას საბიუჯეტო საკითხზე კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ, რათა არ მოხდეს დედაქალაქში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება. მათ უნდა გამოიჩინონ სათანადო პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით კონსესუსის მიღწევასა და 2014 წლის 11 მარტამდე ქალაქ თბილისის ბიუჯეტის დამტკიცებას", ნათქვამია 7 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: transparency.ge