აჭარა. 6 მარტს ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა ამერიკაში სწავლასთან დაკავშირებით. როგორ მივიღოთ განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში? სად და როგორ მოვიძიოთ დაფინანსება და შევარჩიოთ სასურველი უნივერსიტეტი ან კოლეჯი?
ამ და სხვა კითხვებს „საერთაშორისო განათლების ცენტრის" ამერიკული განათლების კონსულტანტმა - დალი ხომერიკმა უპასუხა.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" (ANI) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში