en
ge

სახალხო დამცველი ხულოს რაიონის სოფელ ღურტაში განვითარებულ მოვლენებზე

თბილისი. სახალხო დამცველი ხულოს რაიონის სოფელ ღურტაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. „8 მარტს ხულოს რაიონის სოფელ ღურტაში 5 სოფლის დიდაჭარის, გელაძეების, დიაკონიძეების, ღურტასა და პაქსაძეების მოსახლეობამ "აჭარისწყალი ჯორჯიას" მიერ ჰესის მშენებლობისთვის გვირაბის გაყვანის გადაწყვეტილება გააპროტესტა. ...სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს თითოეული მოქალაქის, განსაკუთრებით კი ჰესის მშენებლობის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების უფლებები. ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის აუცილებელია დიალოგის გაგრძელება და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ გაითვალისწინოს ადგილობრივი მოსახლეობის აზრი რათა უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეების უსაფრთხო, მშვიდობიანი და ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლება", ნათქვამია სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე.
სრულად
წყარო: ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)