თბილისი. კამპანიაში „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ" ჩართულმა ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს. ორგანიზაციები „მიესალმებიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ 6 მარტს გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფარული მიყურადებებისა და თვალთვალის პრობლემურ საკითხებზე უწყება სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისთვის მზად არის. კამპანიაში ჩართული ორგანიზაციები, მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადების გათვალისწინებით, მზად ვართ შევხვდეთ უწყების ხელმძღვანელ პირებს, რათა მოხდეს მხარეთა მოსაზრებებისა და პოზიციების გაცვლა ფარულ მიყურადებებზე შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებების შესახებ.
განცხადებას რამოდენიმე ათეული ორგანიზაცია უერთდება", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: transparency.ge