ქვემო ქართლი. 13 მარტს სიქაში კიდევ ერთი ინგლისურენოვანი კლუბი „კომიქსების კლუბი" დაიწყებს ფუნქციონირებას. კლუბის მიზანია: ინგლისური ენის პრაქტიკაში გამოყენება, სმენისა და ლაპარაკის უნარების განვითარება, ინგლისურენოვანი კომიქსების პოპულარიზაცია. ახალგაზრდები შეისწავლიან კომიკოსებს სხვადასხვა პოპულარული კომპანიებისგან. მონაწილეები გამართავენ დისკუსიას ინგლისურად ამათუ იმ კომიქსზე. ასევე მათ ექნებათ საშუალება თვითონვე შექმნან კომიქსები მათივე იდეებითა და სცენარით
კლუბში სამუშაო ენა იქნება ინგლისური. კლუბში გაწევრიანება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს ასაკით 12 წლიდან. კლუბში დასწრება თავისუფალია.
„კომიქსების კლუბი" გაიმართება ყოველ ხუთშაბათს 17:00 საათზე.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში