სამეგრელო. სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრმა პროექტის - „წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის მონიტორინგი" - ფარგლებში პირველი შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.
კვლევის ფარგლებში შეისწავლეს ორივე მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდების ინფორმირებულობის ხარისხი, ასევე განხორციელდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მონიტორინგი.
პროექტი ხორციელდება საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში