en
ge

„მე აქტიური თვითმმართველი ვარ“

შიდა ქართლი. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამადგენლები ახალგაზრდების პრობლემებზე სასაუბროდ ქალაქ გორის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ.
შეხვედრის ინიციატორი გორის მე-7 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი იყო და იგი მცირე გრანტის ,,მე აქტიური თვითმმართველი ვარ" ფარგლებში მოეწყო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეების მიერ დასმულ ყველა კითხვას გასცეს ამომწურავი პასუხი. კითხვების დიდი ნაწილი ეხებოდა საზოგადოებრივი თავშეყრისა და საერთო სარგებლობის ადგილების მოვლა-პატრონობას. ამ მიმართულებით მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინიციატივები და სამომავლოდ დაგეგმეს რიგი ერთობლივი აქტივობები.
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების თვითმმართველობებისა და სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლები და პედაგოგები, გამგეობის სხვადასხვა სამსახურების სპეციალისტები და უფროსები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)