en
ge

„ქალები, რომლებსაც უნდა იცნობდეთ“

სამცხე–ჯავახეთი. ქალები, რომლებსაც უნდა იცნობდეთ - ამ სახელწოდებით ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირის ოფისში პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ქართველ თუ უცხოელ მანდილოსნებს, რომლებმაც თავიანთი უნიკალურობით და ღვაწლით ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს. მათ ბიოგრაფიაზე, მიღწევებზე, ახალციხის ახალგაზრდული ქსელის წევრები თანატოლებს ესაუბრნენ.
ახალგაზრდული ქსელის წევრებმა, ღონისძიება 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს მიუძღვნეს და მას რეგიონში მომუშავე აქტიური ქალებიც ესწრებოდნენ . პრეზენტაციის შემდეგ, ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, მიეღოთ ინფორმაცია მოწვეული სტუმრების საქმიანობის შესახებ და დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები.
ღონისძიება გაიმართა ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)