შიდა ქართლი. 10 მარტს, გორის N7 საჯარო სკოლის საკონფერენციო დარბაზში, მოეწყო კონფერენცია თემაზე „ქალის როლი დღევანდელ საზოგადოებაში". ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ გორის მასშტაბით აქტიური, ცნობილი და წარმატებული ქალბატონები (სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების 11 წარმომადგენელი). მათ გარდა, შეხვედრაზე თავი მოიყარეს ქალაქის მასშტაბით აქტიურმა და წარმატებულმა ახალგაზრდებმა, რომლებმაც მომზადებულ თემებზე წარადგინეს პრეზენტაციები. თემების განხილვის შემდეგ მოეწყო დისკუსია და წარმატებულმა ქალბატონებმა გამოხატეს საკუთარი აზრი ქალზე და ქალის როლზე დღევანდელ საქართველოსა და ზოგადად მსოფლიოში, სადაც ცალსახად გამოიკვეთა ქალის, როგორც პირივნებისა და დედის როლი საზოგადოებაში.
ღონისძიება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გაიმართა.