აჭარა. 9 მარტს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებითა და ორგანიზაცია „ბორჯღალთან" პარტნიორობით აჭარის მაღალმთიანეთში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩანჩხალოში, მოეწყო მედია– ტური. მასში მონაწილეობას ღებულობდნენ აჭარის რეგიონში მოქმედი მედია-საშუალებების წარმომადგენლები.
მედია-ტურის მიზანი იყო რისკის ზონებში მცხოვრები ოჯახების პრობლემების ფართო საზოგადოებისადმი გაცნობა.