en
ge

ახალციხეში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

სამცხე–ჯავახეთი. 10 მარტს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის პრეზენტაცია გამართა.
ხუთწლიანი პროექტის ბიუჯეტი 19 მილიონ დოლარს შეადგენს და მისი მიზანია რეგიონებში აგრობიზნესების განვითარება, დასაქმებისა და მოსარგებლეთა რაოდენობის ზრდა და აგროაქტივობების გამოცოცხლება.
პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობისა და სოფლის მეურნობის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები და აგრობიზნესით დაინტერსებული ადამიანები ესწრებოდნენ. ფერმერებს დაურიგდათ ინფორმაცია თუ როგორ წარადგინონ განაცხადი.
პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხს დაეთმო.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)