en
ge

„ჩემი დაბის სკვერი“

შიდა ქართლი. სურამში მცხოვრები ბავშვებისათვის პრობლემას წარმოადგენს თავისუფალი დროის გატარება ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ახალგაზრდულ ფორუმზე სასკოლო სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა დაგეგმეს პროექტი ,,ჩემი დაბის სკვერი", რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გზით სკვერის გამწვანებას და კეთილმოწყობას.
პროექტის მხარდაჭერის მიზნით სურამის სკოლის მოსწავლეებმა შეაგროვეს მოსახლეობის ხელმოწერები და ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს მიმართეს, რათა სურამის სკვერის მოსაწესრიგებლად პირველ რიგში გაეტანათ ხმარებიდან გამოსული, ამორტიზებული ატრაქციონები, რომელებიც გაუმართავობის გამო საფრთხეს წარმოადგენდა მოზარდებისათვის. ადგილობრივმა თვითმმართველობამ დადებითად გადაწყვიტა მოსწავლეების და მოსახლეობის თხოვნა.
მოსწავლეების მორიგი ნაბიჯი სკვერის დასუფთავება და კეთილმოწყობაზე ზრუნვაა, რომელიც უახლოეს პერიოდში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მოსახლეობის მონაწილეობით, უკვე დაგეგმილია.
ღონისძიება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა საზოგადოება „ბილიკის" მონაწილეობით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)