en
ge

საპროტესტო აქცია

აჭარა. 10 მარტს, ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე სტალინის ყოფილი სახლ-მუზეუმის დანგრევის ფაქტი მესამე სექტორის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა აზრით, ეს ქვეყნის ისტორიის ნაწილია და მისი განადგურება არ შეიძლება. მათი თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა როგორც ადგილობრივმა, ისე ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ შენობის და მის წინ არსებული პარკის გადარჩენის მიზნით აუცილებელი იყო ობიექტისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება, რაც არ იქნა გათვალისწინებული. სახლი, სადაც იოსებ სტალინი 1901-1902 ცხოვრობდა, ეკონომიკის სამინისტრომ 2011 წელს გაასხვისა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023