თბილისი. ახალგაზრდა მწვანეები საზოგადოებას ახსენებენ სამი წლის წინათ იაპონიაში მომხდარ ტრაგედიას – მიწისძვრას, ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის მწყობრიდან გამოსვლას და ადამიანების მსხვერპლს.
„ჩერნობილის შემდეგ, რიგით მეორე მასშტაბური კატასტროფიდან სამი წლის თავზე, ჩვენ ვცხოვრობთ სეისმურ რეგიონში, სადაც აქტიური ატომური ელექტროსადგური გვაქვს. ამ ფონზე სამხრეთ კავკასიის ძალიან ცოტა მოსახლე თუ აცნობიერებს ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეებს. ახალგაზრდა მწვანეები კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს ცალსახად ნეგატიურ განწყობას ატომური ენერგიის მიმართ!", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო:ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში