იმერეთი. 10 მარტს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგ–კურსი თემაზე: ,,სამოქალაქო ინტერესების დაცვა და კამპანიების დაგეგმვა''. იგი მთლიანად დაეთმო ახალგაზრდების მონაწილეობას სამოქალაქო საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში და მათ როლს დემოკრატიული მოვლენების განვითარებაში. ტრენინგის გამნავლობაში ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა შეიმუშავეს 4 პროექტი, რომელსაც სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანიის სახით პრაქტიკაში დანერგავენ და განახორციელებენ. ტრენინგ–კურსი ,,საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების'' პროექტის (ANI) ფარგლებში ჩატარდა.
წყარო: ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი, ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში