en
ge

„ფინანსური მონიტორინგის სამსახური ფინანსთა სამინისტროს არ უნდა გადაეცეს“

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს პუბლიკაციას ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შესახებ. ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკის მმართველობის სფეროდან ფინანსთა სამინისტროსთვის მმართველობის სფეროში გადაცემას. აღნიშნული სამსახურის ძირითადი ფუნქციაა უკანონო შემოსავლების აღმოჩენა და მათი ლეგალიზაციის პრევენცია.
საერთაშორისო გამჭვირვალობას მიაჩნია, რომ „რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, აღნიშნული ინიციატივა წინგადადგმულ ნაბიჯად ნამდვილად ვერ ჩაითვლება".
პუბლიკაციაში, გამჭვირვალობა იმ შედეგების ანალიზს სთავაზობს დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ინიციატივის მიღების შემთხვევაში შეიძლება დადგეს.
სრულად
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)