კახეთი. სათემო განვითარების ცენტრი (CDC), სათემო კავშირი „ნუკრიანი" და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) იწყებენ ახალი პროექტის – „სიღნაღი კულტურისათვის" –განხორციელებას. პროექტის მიზანია სიღნაღის მუნიციპალიტეტში კულტურული ცხოვრების განვითარებისა და არსებული პოტენციალის სრულად ამოქმედების მიზნით კულტურის სფეროში ეფექტური მუნიციპალური პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივ მიზნობრივ ჯგუფთან ერთად მისი ადვოკატირება. პროექტის ფარგლებში მოხდება სიღნაღის მუნიციპალიტეტში საზოგადოების მობილიზება კულტურის სტრატეგიის შემუშავების მიზნით, დაინტერესებული პირები გამოავლენენ და აღწერენ რესურსებს, მოწვეული ექსპეტები კი შეიმუშავებენ ცალკეული მიმართულების განვითარების გეგმებსა და რეკომენდაციებს. გარდა ამისა, გამოიცემა პუბლიკაცია მეფინგის დოკუმენტითა და თემატური სტატიებით. პროექტის მხარდამჭერია აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამა – „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება" (EWMI/G-PAC).
წყარო: სათემო განვითარების ცენტრი, ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში