კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ფონდი ,,ღია საზოგადოება-სართველოს” მიერ ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი ახალგაზრდები სამოქალაქო საზოგადოების სამსახურში.
„პროექტის მიზანია გააძლიეროს ახალგაზრდები რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ აქტუალური თემების გამოყოფა და შესაბამის სამთავრობო თუ საზოგადოებრივ ფენებზე მოახდინონ ზეგავლენა. დღევანდელი ტრენინგის თემა იყო თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები", განაცხადა ტრენერმა ნინო თოდუამ.
ახალგაზრდებმა მიიღეს ინფრომაცია რა არის სოციალური მედია, ბლოგი, სოციალური ქსელი და როგორ გამოიყენონ ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.
პროექტი ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები ცენტრი „აფხაზეთი" სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი და საუნჯე. ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.