en
ge

საზოგადოებაში შშმ პირების ინტეგრაციის პირველი ნაბიჯი

აჭარა. 11 მარტს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ - „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" წარმოადგინა ახალი პროექტი. პროექტი – „შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პირველი ნაბიჯი" – მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას და შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას. პროექტი ორ თვეს მოიცავს და ბათუმის ათ საჯარო სკოლებში შშმ პირების მიერ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო გაკვეთილების ჩატარებას გულისხმობს.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)