en
ge

„კახეთის სამოქალაქო ლიგის“ შეხვედრები ახალგაზრდებთან

კახეთი. არასამთავრობო ორგანიზაციის „კახეთის სამოქალაქო ლიგის" ინიციატივითა და ორგანიზებით, თესაუს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი თელავის საჯარო სკოლების უფროსკლასელებს შეხვდა.
„კახეთის სამოქალაქო ლიგის" წევრებმა და თესაუს სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელმა ახალგაზრდებთან სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობის სპეციფიკაზე, სტრუქტურაზე და იმ პროექტებზე ესაუბრნენ, რომელთა განხორციელებაც სკოლის მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით იგეგმება.
„დღევანდელ შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეებს ჩვენი მუშაობის სპეციფიკაზე და ფუნქციებზე ვესაუბრეთ, გავაცანით პროექტები, რომლებსაც უახლოეს მომავალში განვახორციელებთ. დიდი სურვილი გვაქვს, რომ მათში თესაუს სტუდენტებთან ერთად მოსწავლეებმაც მიიღონ მონაწილეობა", აღნიშნა შეხვედრის ორგანიზატორმა.
„კახეთის სამოქალაქო ლიგის" წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მოუწოდეს, დაწერონ პროექტები მათთვის საინტერესო, აქტუალურ საკითხებზე. გამარჯვებული პროექტი 500 ლარის ფარგლებში დაფინანსდება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023