სამცხე–ჯავახეთი. 14 მარტს, 15:00 საათზე საერთასორისო განათლების ცენტრი საორიენტაციო შეხვედრას გამართავს ამერიკაში სწავლის მსურველებისთვის. განხილული იქნება საკითხები, თუ როგორ მიიღება განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორ შეიძლება დაფინანსების მოძიება, სასურველი უნივერსიტეტის ან კოლეჯის შერჩევა და სხვა. შეხვედრას გამართავს ცენტრის ამერიკული განათლების კონსულტანტი – დალი ხომერიკი. დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ახალციხე, კოსტავას #109, ახალციხის ამერიკის კუთხე.
წყარო: საერთაშორისო განათლების ცენტრის ვებგვერდი სოციალურ ქსელში