14 მარტს, 17:00 საათზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი გამართავს საჯარო დისკუსია: „რატომ არ არის ქალი კაცის თანასწორი საქართველოში?".
მომხსენებლები: ანა არგანაშვილი (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთის, პროექტის მენეჯერი), მირიან ებანოიძე (ფილოსოფოსი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი), ნატო ქათამაძე (საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე).
მოდერატორი: ქეთევან ბერძენიშვილი (რადიო "ძველი ქალაქი") დასწრება თავისუფალია მისამართი: ქუთაისი, პუშკინის #6, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი