კახეთი. 14 მარტს, მედია კაფე თელავში, საქართველოში ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის, ელენე გოცაძეს თქმით, შეხვედრის დროს საუბრის მთავარი თემა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმდინარეობის პრიორიტეტები იყო: ,,შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების აუცილებლობა და ის პრიორიტეტები, რასაც ჩვენი ქვეყანა მიიღებს. ჟურნალისტებს ასევე დეტალურად გავაცანით ორივე კავშირის შექმნის მიზანი და საქმიანობები. შეხვედრაზე, ასევე ხაზი გაესვა ამ ორგანიზაციების გლობალურ მნიშვნელობას. დაისახა საინფორმაციო ცენტრის და მასმედიასთან თანამშრომლობის, აგრეთვე მათი სხვადასხვა აქტივობებში ჩართვის გეგმები.’’
დღესვე, თელავში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ბიურო გაიხსნა.