en
ge

ახალგაზრდების ინიციატივა „მეტი წიგნი“

გურია. 12 მარტს ახალგაზრდულ ფორუმზე შემუშავებული საპროექტო იდეის ,,ღარიბი ბიბლიოთეკების" ფარგლებში ინიციატივა ,,მეტი წიგნები" ჩატარდა. ინიციატივის ფარგლებში ნარუჯის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა მოამზადა ფორუმ-თეატრის სპექტაკლი ,,ტომ სოიერის თავგადასავალის" მიხედვით. სპექტაკლის დასრულების შემდეგ მოეწყო დისკუსია ბავშვის უფლებების საკითხზე. შეხვედრას დაესწრო და ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა არასამთავრობო და მედიასექტორის წარმომადგენლებმა ოზურგეთიდან. სპექტაკლის მიმდინარეობისას დარბაზში განთავსდა შემოწირულობის ყუთი. შემოსული თანხა მოხმარდა ნარუჯის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის წიგნის ფონდის გამდიდრებას. პროექტი გრძელდება და ბიბლიოთეკების წიგნის ფონდის გამდიდრების მიზნით მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობებს კვლავ გეგმავენ.
აქცია ჩატარდა ახალგაზრდულ ფორუმზე შემუშავებული პროექტის ,,ღარიბი ბიბლიოთეკები" ფარგლებში. პროექტის მიზანი დაბა ლაითურის, ნარუჯისა და ნასაკირალის სასკოლო ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის გამდიდრებაა.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023