შიდა ქართლი. 16 მარტს, გორში, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" ჟურნალისტებისთვის დისკრიმინაციის აკრძალვისა და ტოლერანტობის თემაზე დისკუსია გამართა. დისკუსიას უძღვებოდნენ ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძემ, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი და სამოქალაქო განათლების სპეციალისტი ნინო ერემაშვილი. ტრენინგს ესწრებოდნენ გორის რაიონის ჟურნალისტები.
დისკუსიის ძირითადი ნაწილი დაეთმო ქვეყანაში ტოლერანტობის კუთხით არსებულ ვითარებასა და ამ მიმართულკებით რეგიონში არსებულ პრობლემებს. დისკუსიაზე გამოიკვეთა ის პრობლემები, რომლებიც რეგიონის ჟურნალისტებს აწუხებთ. საუბრისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო მედიის მიერ სიძულვილის ენის გამოყენების საკითხს.
წყარო:gdi.ge