აჭარა. ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრის წევრებს ჩაუტარდა ტრენინგ-სემინარი ჯგუფში მუშაობისა და გუნდის მართვის საკითხებზე. მათი განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა ადვოკატირების კამპანია და მისი ეტაპები. დაიგეგმა მომავალი ტრენინგი, რომელსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ჩაატარებენ, ასევე დაიგეგმა ქალთა ისტორიების პრეზენტაციები და თანატოლგანმანათლებელთათვის სხვა აქტივობები.
ღონისძიებები იმართება ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელსაც გაეროს ასოციაცია, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში