en
ge

მოსწავლეებმა „სიკეთის ეპიდემია“ გაავრცელეს

გურია. ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა პროექტის „სიკეთის ეპიდემიის" გავრცელება წამოიწყო, რომელსაც მოსწავლეები და პედაგოგები შეუერთდნენ. მოსწავლეებმა სიკეთის ეპიდემიის გავრცელება თავიანთი სკოლებიდან დაიწყეს და შემდეგ ერთობლივად ლანჩხუთის ცენტრალურ პარკში გადაინაცვლეს. ინიციატივის ფარგლებში მოსწავლეებმა ჩაატარეს ღია გაკვეთილები სკოლაში, მოუწოდეს თანატოლებს, აკეთონ კეთილი საქმეები, გაერთიანდნენ სიკეთისათვის. ინფორმაციის მიღების შემდეგ მოსწავლეები სხვადასხვა სახის აქტივობებში ჩაერთნენ: თავიანთ თემში დარგეს ხეები, მარტოხელა თანასოფლელებს დაეხმარნენ საგაზაფხულო სამუშაოებში, საბოსტნე ნაკვეთების დამუშავებაში. მოხალისეობრივად იმუშავეს ლანჩხუთის გამწვანების სამსახურში და ჩაერთნენ მცენარეთა დარგვისა და ნიადაგის მომზადების პროცესში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023