en
ge

გასვლითი კონსულტაციები შიდა ქართლში

შიდა ქართლი. 10–11 მარტს, სიდას პროექტის – „„ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს საბერძნეთსა და თურქეთში" ფარგლებში შიდა ქართლის სოფლებში გაიმართა კონსულტაციები. გასვლით შეხვედრებში მონაწილეობდნენ „კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოებისა" და პროექტის რეგიონული პარტნიორის „გორის საინფორმაციო ცენტრის" წარმომადგენლებიც.
პროექტის გუნდი სამუშაო გარემოს ადგილზე გაეცნო. სოფლის კონსულტანტებმა პროექტის გუნდს გაუზიარეს მათი მოსაზრებები, ასევე სამუშაო გამოცდილება.
მსგავსი ტიპის ვიზიტები იგეგმება სხვა რეგიონებშიც, რაც მიზნად ისახავს სამუშაო პროცესის ადგილზე გაცნობასა და საქმიანობის კოორდინაციას.
პროექტი „ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს საბერძნეთსა და თურქეთში" (G-PAM), ხორციელდება არასამთავრობო „სიდა"-ს ფასილიტაციით და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)