თბილისი. 17 მარტს, ,კოალიციის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და ,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ორგანიზებით, ასოციაცია ,,ანიკას" ოფისში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, ორგანიზაცია Disability Rights International-ის წარმომადგენელსა და ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სასამართლოს მოსამართლეს შორის გაიმართა შეხვედრა.
შეხვედრაზე განხილული იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირების მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება, საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ გამოწვევებს, როგორიცაა შშმ პირთა რეაბილიტაცია, საზოგადოებაში ინტეგრაცია, სასამართლო წესით დარღვეული უფლებების აღდგენა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს შშმ პირთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით თავიანთი გამოცდილება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში