სამცხე–ჯავახეთი. სირიაში მიმდინარე სამოქალაქო კრიზისთან დაკავშირებით „დემოკრატ მესხთა კავშირში" გაეროს მოდელირებული სხდომა გაიმართა. საქართველოში, გაეროს ასოციაციის მიერ 1996 წლიდან ტარდება მსგავსი სიმულაციური თამაშები, რომლებიც მსოფლიოში აღიარებული და აპრობირებულია. მოდელირებული სხდომის დროს, მონაწილეები პრაქტიკული მაგალითებით ეცნობიან საერთაშორისო პოლიტიკის თავისებურებებს, რაც მათ საშუალებას აძლევს უკეთ გაეცნონ მრავალმხრივ დიპლომატიას, აწარმოებენ მოლაპარაკებებს, გამოდიან სიტყვით და ა.შ.
წყარო: დემოკრატ მესხთა კავშირი, ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში.