en
ge

არასამთავრობოები ხელისუფლებას ტერიტორიული მოწყობის გეგმას სთავაზობენ

თბილისი. 17 მარტს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" არასამთავრობო ორგანიზაციებმა რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წევრებთან და მუნიციპალიტეტების მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად თვითმმართველობის რეფორმაზე იმსჯელეს.
შეხვედრაში მონაწილეობდა 50-ზე მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაცია.
შეხვედრა წარმოადგენდა სამოქალაქო საზოგადოების რეაგირებას 2014 წლის 13 მარტს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, კომისია „მოსახლეობას სთავაზობს თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებათაგან თითო თვითმმართველი თემის შექმნის შესაძლებლობის განხილვას, ადმინისტრაციული ცენტრებით თვითმმართველ ქალაქებში".
ამ საკითხზე გუშინვე არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს.
სრულად
წყარო: osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023