თბილისი. „ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი" ევროკომისიის დაფინანსებით საქართველოში ახორციელებს პროექტს, რომელიც ადამიანის უფლებების საგანმანათლებლო მიმართულებას მოიცავს (HUMRA – Human Rights Education).
პროექტის მიზანია მონაწილე ქვეყნებში დემოკრატიული პროცესების განმტკიცება და ადამიანის უფლებებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.
პროექტის ამოცანას წარმოადგენს ადამიანის უფლებებზე ახალი საგანმანათლებლო ანიმაციების შექმნა და ხელოვნების, როგორც დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცების ვექტორად წარმოჩენა.
ანიმაციური ფილმების თემატიკა შემუშავდება კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. გამოკითხვა დაეხმარება ორგანიზაციას უფრო კარგად განაანალიზოს ახალგაზრდებზე ორიენტირებული საჭიროებები.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში