იმერეთი. 19 სექტემბერს სამოქალაქო განათლებისა
და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო
კლუბის ინიციატივით სკოლის ეზოში დასუფთავების აქცია მოეწყო. აქციაში ჩართული იყვენენ
როგორც კლუბის წევრები, ასევე ამავე სკოლის მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები
და პედაგოგები.
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა
გადამზადების პროგრამა
ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ,
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
(USAID) დაფინანსებით.
წყარო: kedec.ge