სამეგრელო. 18 მარტს გენდერის კვირეულთან დაკავშირებით ასოციაცია ,,ათინათის" ახალგაზრდული ცენტრის „ორტუსის" წევრებმა ზედაეწერის საჯარო სკოლაში ჩაატარეს თანატოლთა ტრენინგი გენდერულ თანასწორობაზე. ღონისძიება ჩატარდა პროექტის ეროვნული ინეგრაციის გაძლიერების ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთშორისო განვითარების ფინანსური მხარდაჭერით.
ტრენინგში მონაწილეობდნენ ამავე სკოლის მე–7, მე–8 და მე–9 კლასის მოსწავლეები.
თანატოლგანმანათლებლებმა ბავშვებს მიაწოდეს ინფორმაცია გენდერულ თანასწორობაზე, ფენინიზმზე, განიხილეს გენდერული სტრეოტიპები საქართველოსა და მსოფლიოს მაგალითებზე. შეჯამებისას მსმენელებმა ტრენინგი დადებითად შეაფასეს და გამოთქვეს სურვილი მსგავსი ტრენინგების ჩატარებისა და შემდგომში ცენტრთან თანამშრომლობისა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში