en
ge

ევროპის სახლი „საჩივრების გუნდს“ უმასპინძლებს

თბილისი. „საჩივრების გუნდის" პროექტი მთელ მსოფლიოში ცნობილია. იგი პირველად განხორციელდა ბირმინგემში, 2005 წელს. მას შემდეგ 100–ზე მეტი გუნდი შეიქმნა ამ იდეაზე დაყრდნობით. კერძოდ, გუნდები ცხოვრებისეულ პრობლემებს და საჩივრებს სახალისო სიმღერებში ასახავენ.
არტისტებმა ტელერვო კალენინმა (ფინეთი) და ოლივერ კოხტა - კალენინმა (გერმანია) მოიწვიეს მთლიანად ხურვალეთსა და შავშვების (სოფელი და დასახლება) მოსახლეობა, იმისათვის რომ გარდაექმნათ თავიანთი ცხოვრებისეული საჩივრები სახალისო სიმღერად. პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო, მიუხედავად სასიმღერო გამოცდილებისა. 5 რეპეტიციის განმავლობაში 36 ბავშვმა და მოზარდმა, ასევე რამდენიმე ასაკოვანმა ქალბატონმა ერთად შექმნა და იმუშავა სიმღერაზე. საზოგადოებას ამ ნამუშევარს წარუდგენენ 2014 წლის 20-22 მარტს.
22 მარტს, 14:00 საათზე ევროპის სახლი „საჩივრების გუნდს" უმასპინძლებს.
უშუალოდ პროექტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ www.complaintschoir.org
წყარო: ევროპის სახლის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)