en
ge

გაეროს მოდელირება სირიის შიდა კონფლიქტზე გორში

შიდა ქართლი. 18 მარტს ასოციაცია „გორის ინვალიდთა კლუბთან" არსებულ გორის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა გაეროს მოდელირება თემაზე - „სირიის შიდა კონფლიქტი". მოდელირებაში გარდა ცენტრის წევრებისა, ჩართულები იყვნენ დელეგატები ყველა იმ ქვეყნიდან, რომელსაც უშუალოდ შეხება ჰქონდა სირიის კონფლიქტთან. დელეგატებმა თავიანთი ქვეყნების პოზიციები წარმოადგინეს, ჩაერთვნენ დებატებში. გარდა ამისა, დელეგატებისგან შემდგარმა კოალიციებმა დაწერეს რეზოლუციები. შეხვედრაზე 4 საუკეთესო მონაწილე შეირჩა, რომლებიც აპრილში, ახალგაზრდული ქსელის 13 რეგიონის გამარჯვებულ მონაწილეებთან ერთად, თბილისში დაგეგმილ გაეროს მოდელირებაში მიიღებენ მონაწილეობას.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)