en
ge

გამჭვირვალობამ აჭარის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ  „17 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან ორჯერ გათავისუფლებული თანამშრომლის, სოფიო კობალაძის სარჩელი უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ. სასამართლომ უმაღლეს საბჭოს სოფიო კობალაძის თანამდებობაზე აღდგენა და განაცდური ხელფასის გადახდა დაავალა. მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იცავდა. ეს უკვე მეორე სასამართლო პროცესია, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ იგებს. ორგანიზაცია პირველივე დღიდან იცავს სოფიო კობალაძის ინტერესებს სასამართლოში და მიიჩნევს, რომ უმაღლესი საბჭო ხელოვნურად ქმნის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით". საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მოუწოდებს აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოს შეასრულოს სასამართლოს მოთხოვნა, აღადგინოს სოფიო კობალაძე თანამდებობაზე და მომავალში არ დაუშვას ისეთი გარემოებების ხელოვნურად წარმოშობა, რაც გამოიწვევს მისი თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობას ან აღდგენის შემთხვევაში, კიდევ ერთხელ მის უკანონო გათავისუფლებას.
სრულად
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)