კახეთი. პანკისში, პროექტის ,,თემთა მობილიზება საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის" ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი „მამაკაცურ საუბრები". ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მამაკაცების ინფორმირება გენდერული და ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის მიმართ მათი სენსიტიურობის გაზრდა.
ასევე, პროექტის ფარგლებში, პარალელურად ჩატარდა იურიდიული კონსულტაცია პანკისის ხეობაში მცხოვრები ქალებისთვის მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
პროექტი ხორციელდება ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრის" მიერ ევროკავშირის დაფინანსებით, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან პარტნიორობით. პროექტის მიზანია პანკისის ხეობის მოსახლეობის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების და ლტოლვილების ცნობიერების ამაღლება ქალთა წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესახებ.