კახეთი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტერიტორიულ - ადმინისტრაციულ მოწყობასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების მიზნით შეხვედრები გამართეს.
შეხვედრაზე ადგილობრივ მოსახლეობას საბჭოს ტერიტორიული მოწყობის სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოპტიმიზაციის მოდელი გააცნეს, რომლის მიხედვითაც თელავის თვითმმართველ ქალაქად გამოყოფის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდება სამი: იყალთოს, წინანდლისა და ნაფარეულის მუნიციპალიტეტი. შეხვედრის მონაწილეებმა ხელმოწერებით დაადასტურეს თავიანთ პოზიცია საქართველოს რეგიონული განვითარების კომისიის მიმართვაზე.
წყარო: „თვითმმართველობის დროა" გვერდი სოციალურ ქსელში