en
ge

მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს

თბილისი. 2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით დამკვიდრდა „უთვალავი წინდის" ტრადიცია, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. ფერადი წინდის შეძენით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას, ხდებიან ინფრომაციის გამავრცელებლები და იღებენ სოციალურ პასუხისმგებლობას - წვლილი შეაქვთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფონდში, რომელიც თემის უფლებების დაცვასა და სტიგმის დაძლევაზე მუშაობს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლიდან 21 მარტს მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, აღნიშნავენ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს.
მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებების მთავარი მიზანი საზოგადოების ინფრომირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვებაა.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნად და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდასაჭერად არასამთავრობო ორგანიზაცია „ვიმეგობროთ" და „დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა, მშობელთა და პროფესიონალთა კავშირი ჩვენი ბავშვების" ეგიდით გაიმართება აქცია სახელწოდებით - მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს.
აქციის განრიგი
წყარო: აქციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)