en
ge

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილება საქმეზე „კობა კობალაძე რუსთავი2-ის“ წინააღმდეგ

თბილისი. 20 მარტს, ჟურნალისტური ქარტიის საბჭომ განიხილა საქმე „კობა კობალაძე „რუსთავი2-ის" ჟურნალისტების წინააღმდეგ". კობა კობალაძის წარმომადგენელი ემზარ პაქსაძე ქარტიის საბჭოში შემოტანილ განცხადებაში ქარტიის არახელმომწერ ჟურნალისტებს ქარტიის პუნქტების დარღვევაში ედავებოდა. საბჭომ მსჯელობის შემდეგ განმცხადებლის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ „რუსთავი 2 ის ეთერში, 1 თებერვალს 21 საათიან კურიერში გასული სიუჟეტით დაირღვა ქარტიის 1-ლი პრინციპი, ხოლო მე-3, მე-4 და მე-11 პრინციპები არ დარღვეულა". გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
წყარო:qartia.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)